სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:30 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენები მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთში დღეს ოფიციალურად დასრულდება 2014/2015 წლების საფეხბურთო სეზონი. ბოლო მატჩი “ნოუ კამპზე” შედგება, სადაც ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “ბილბაო” დაუპირისპირდებიან.

წლევანდელ ფინალისტებს კოპა დელ რეი ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული. “ბარსელონას” აღნიშნული ტურნირი 26-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო “ბილბაო” თასს 23-ჯერ დაეპატრონა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბასკურ კლუბს ეს წარმატება ძალიან დიდი ხანია აღარ უგემია. “ლომებმა” ბოლოს 1984 წელს მოიგეს ტიტული (ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი) და უკვე 30 წელზე მეტია, რაც მათ ჯილდო არ ღირსებიათ. მათ 2011/2012 წლების სეზონში ევროპა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგება შეეძლოთ, თუმცა ორივე ტურნირზე ფინალში დამარცხდნენ.

“ბლაუგრანამ” ბოლოს ესპანეთის თასი 2011/2012 წლების სეზონში მოიგო და ფინალში სწორედ “ბილბაო” დაამარცხა (3:0), ხოლო გასულ სეზონში გადამწყვეტი მატჩი “რეალთან” დათმო (1:2). გამარჯვების შემთხვევაში, ლუის ენრიკეს გუნდი მიმდინარე სეზონში მეორე ტიტულს მოიგებს და ტრიპლეტის შესრულების მშვენიერი შანსი ექნება.

მოკლედ, ორივე გუნდს უდიდესი მოტივაცია აქვს. ერთს ტრიპლეტის შესრულება და საკუთარ სტადიონზე თასის მოგება სურს, ხოლო მეორეს 31-წლიანი უიღბლობის შეწყვეტა და საკუთარი გულშემატკივრის ტიტულით გახარება.

“ბლაუგრანას” რიგებიდან საეჭვო გახლდათ ლუის სუარესის ასპარეზობა, თუმცა ურუგვაელმა ტრავმა მოიშუშა და დღეს ძირითადში იქნება. სტუმრებს იკერ მუნიაინი არ ეყოლებათ, რომელიც კიდევ დიდხანს გამოტოვებს.

განვლილ ლა ლიგაში კლუბების ორივე დაპირისპირება “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა. კატალონიელებმა “სან მამესზე” 5:2 იმარჯვეს, ხოლო შინ 2:0.

შეხვედრას 44 წლის მადრიდელი მსაჯი ველასკო კარბალიო გაუძღვება, რომელიც ლა ლიგის მატჩებს 2004 წლიდან ნსჯის, ხოლო 2008 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.

ბილბაო – ბარსელონა

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ეჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, ირაოლა, სან ხოსე, ბენიატი, დე მარკოსი, მ.რიკო, უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ველასკო კარბალიო

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113084
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X