ფეხბურთი

18:32 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ევროპა ლიგის საგზურს ვერ შესწვდა

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ბოლო 30-ე ტურში ყაზანის “რუბინმა” სტუმრად “უფასთან” 1:1 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ყაზანელებში სრულად ითამაშა და 88-ე წუთზე გააფრთხილეს. კიდევ ერთი ქართველი უკანახაზელი მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო.

განვლილ სეზონში 23 წლის კვირკველიამ 29 მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ერთადერთი შეხვედრა დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა. “რუბინმა” 48 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

მოსკოვის “სპარტაკმა” შინ პერმის “ამკარს” ვერ მოუგო – 3:3. შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოველებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძემ “სპარტაკში” 57-ე წუთიდან ითამაშა. მოსკოველები 44 ქულით ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდნენ.

რუსეთის პირველი დივიზიონის 34-ე ტურში ტიხვინის “ტოსნომ” სახლში “ორენბურგთან” 0:2 წააგო. მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ მასპინძლებში 90 წუთი იასპარეზა, ხოლო მეკარე ნუკრი რევიშვილი სათადარიგო იყო. რუსეთის მოქალაქე მცველი გურამ თეთრაშვილი 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ტოსნომ” 65 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და პრემიელიგაში გადასვლელ პლეი ოფში ითამაშებს.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” თავის მოედანზე ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიას” ვერ აჯობა – 0:0.

ნახევარმცველი გოგიტა გოგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. შუახაზელმა გუჯა რუხაიამ “სკა-ენერგიაში” ორი ტაიმი გაატარა, ხოლო მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი დისკვალიფიკაციის გამო, სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. ხაბაროვსკელებმა 37 ქულით მე-14 პოზიცია დაიკავეს.

“სახალინმა” მახაჩყალის “ანჟი” მიიღო და 0:3 წააგო. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა სახალინელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 50-ე წუთზე შეცვალეს. შუახაზელი გიორგი კახელიშვილი მასპინძლების 18-კაციან განაცხადში არ იყო. “სახალინი” 35 ქულით მე-16 ადგილზე გავიდა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

ძერჟინსკის “ხიმიკი” შინაურ კედლებში სამარას “კრილია სოვეტოვთან” უქულოდ დარჩა – 0:3. სასტარტოში მყოფი მცველი გიორგი ჯიქია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, 55-ე წუთზე შეცვალეს. “ხიმიკმა” 27 ქულით ჩემპიონატი მე-17 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში მეორე დივიზიონში ითამაშებს.

ტომსკის “ტომმა” სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” უმასპინძლა და 5:1 აჯობა. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ანზორ სანაია მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ტომსკი” მეოთხე და პრემიერლიგაში აღზევებისთვის პლეი ოფში იბრძოლებს.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” გასვლაზე “სიბირთან” 3:4 წააგო. თავდამსხმელი მერაბ ურიდია დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ვოლგა” 40 ქულით მეთორმეტეა.

კალინინგრადის “ბალტიკამ” შინაურ კედლებში იაროსლავლის “შინიკს” ვერ მოუგო – 1:1. კალინინგრადელებში მეკარე გიორგი შელიას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, არ უასპარეზია. “ბალტიკა” 37 ქულით მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121607