ფეხბურთი

18:14 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიას მარსელო გამოაკლდა

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს კოპა ამერიკის მოახლოებულ გათამაშებაში მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი მარსელო დააკლდება. ამის შესახებ "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფეხბურთელის უთამაშებლობის მიზეზი ფიზიკური კონდიციების პრობლემური მდგომარეობაა.

მარსელოს ნაცვლად დუნგამ ნაკრებში "ინტერნასიონალის" 21 წლის მცველი ჯეფერსონი გამოიძახა.

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე ჩ ჯგუფში კოლუმბიის, პერუსა და ვენესუელის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სამხრეთამერიკის ჩემპიონატი ჩილეში 11 ივნისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111936