ფეხბურთი

16:59 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკს” უილკინსონი, სორენსენი და პალასიოსი დატოვებენ

“სტოკ სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 30 ივნისის შემდეგ ენდი უილკინსონს, ტომას სორენსენს, უილსონ პალასიოსს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურებათ და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ.

უილკინსონი “სტოკის” აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურით 2001 წლიდან დღემდე 194 მატჩი ჩაატარა. სორენსენი გუნდში 2008 წლიდან ასპარეზობს და 129 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო პალასიოსმა 2011 წლიდან “სტოკის” მაისური 53 მატჩში მოირგო.

თეგები“სტოკი”
0.123984