ფეხბურთი

15:48 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიაში" ცეცაძე ახსენეს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. როგორც "მსოფლიო სპორტისთვის" გახდა ცნობილი, შესაძლოა, იმერული გუნდის თავკაცად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის თანაშემწე, გია ცეცაძე დაინიშნოს.

ცეცაძეს აქამდე გორის "დილაში" და თბილისის "ლოკომოტივში" უმუშავია, ხოლო სახელი განსაკუთრებით საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში მუშაობით გაითქვა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

"სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ცოტა ხნის წინ ზაზა ზამთარაძეს დაატოვებინეს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი უმაღლეს ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს თასზე ფინალში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107636