ფეხბურთი

14:45 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერტიას გუნდი ლატვიაში ლიდერია

ლატვიის ვირშილიგის მე-9 ტურში თამაზ პერტიას “სკონტომ” შინ 1:0 დაამარცხა “იელგავა.””სკონტოს” სასტარტო შემადგენლობაში ლევან მახარაძე მოხვდა, რომელიც პერტიამ პირველი ტაიმის 37-ე წუთზე შეცვალა. “სკონტო” 8 გუნდიან ჩემპიონატს 17 ქულით ლიდერობს.

უნგრეთის ჩემპიონატის სეზონის ბოლო, 30-ე ტურში “პეჩიმ” შინ 2:1 დაამარცხა “სპარტაკუსი,” რომლის სასტარტო შემადგენლობაში დათო დარციმელია მოხვდა, ახალგაზრდა შემტევი შესვენების შემდეგ შეცვალეს. “სპარტაკუსის” განაცხადში ზურაბ არზიანი არ იმყოფებოდა. უნგრეთის რანგით პირველ ლიგაში 16 გუნდი მონაწილეობდა, “სპარტაკუსი” კი 30 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115272