ფეხბურთი

17:33 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის ჩემპიონთა ლიგის მოგება პსჟ-ში უნდა

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ ფრანგულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს და წასვლას არსად აპირებს.

"პარიზში დარჩენა მინდა, ეს ჩემი პრიორიტეტია. დიდ გუნდში ვარ, რომელსაც შესანიშნავი პროექტი გააჩნია. ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიზანი პარიზში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგის ერთად მოგებაა", - ამბობს ვერატი.

მარკო ვერატი "პარკ დე პრენსზე" 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს და არაერთი ევროპული გრანდის ყურადღების ქვეშ იმყოფება.

ვერატი და პსჟ ჩემპიონთა ლიგამდე საფრანგეთის თასის მოგებას შეეცდებიან. პსჟ 2 დღის შემდეგ ტიტულისთვის "ოსერს" შეეცილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122781