ფეხბურთი

16:29 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედს ბუფონი ფენომენად მიაჩნია

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად გუნდის შტაბში მომუშავე პაველ ნედვედმა თავის ყოფილ თანაგუნდელ, "ბებერი ქალბატონის ახლანდელი კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ჩეხის თქმით, ბუფონი ნამდვილი ფენომენია და მან ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად დაიმსახურა.

"ჯიჯი ჩემგან განსხვავებულია, იგი ნამდვილი ფენომენია. ბედნიერი ვარ, რომ შეუძლია მანჩესტერის შემდეგ კიდევ ერთი ფინალი ითამაშოს - თუ რომელიმე ფეხბურთელი იმსახურებს ამ თასის აწევას, ის ჯიჯია. ბუფონი თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა, მას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება აკლია. მადრიდში გუნდის მთავარი მოტივატორი სწორედ ის იყო", - განაცხადა ნედვედმა.

ჯანლუიჯი ბუფონს აქამდე ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. ამის შანსი მას 2003 წლის 28 მაისს ჰქონდა, თუმცა ზუსტად 12 წლის წინ მისი "იუვენტუსი" "მილანთან" დამარცხდა. ნედვედი და ბუფონი კი თანაგუნდელები 2001-2009 წლებში იყვნენ.

0.103291