ფეხბურთი

18:27 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა გუნდთად ერთად ივარჯიშა

“ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩი “ბარსელონა”- “დეპორტივო” (2:2) სუარესმა მუხლის მყესების ტრავმის გამო გამოტოვა.

30 მაისს ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში სუარესი მონაწილეობას ჯერჯერობით უცნობია.

2014-15 წლების სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა პრიმერადივიზონში 16 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.246556