ფეხბურთი

16:18 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

”ტორპედო” რვა  ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის ”ტორპედოს” შემადგენლობა რვა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მომავალ სეზონში ქუთაისელთა რიგებში არ ითამაშებენ: თენგიზ ჩიკვილაძე, რომეო კანკია, გივი იოსელიანი, ლაშა ქებაძე, ბუდუ ზივზივაძე, ნიკა საბანაძე, ნიკო კვასხვაძე და ვახტანგ კვარაცხელია.

ჯერჯერობით უცნობია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც გუნდს შეავსებენ.

"ტორპედოში" კიდევ ერთი წლით ითამაშებს გიორგი ქიმაძე, რომელმაც კლუბთან 2016 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.
ქიმაძე „ტორპედოში“ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაირიცხა და მალევე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. დღემდე მან "ტორპედოში" 15 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლითაც გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.186033