ფეხბურთი

18:31 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე ინტერნეტპორტალ ekstraklasa.tv-ის ვერსიით პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას 34-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “იაგიელონიამ”, რომელიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის, სახლში კრაკოვის “ვისლა” 2:1 დაამარცხა, ხოლო მეორე ტაიმში შესულმა ქართველმა მასპინძელთა მიერ გატანილ ორივე გოლში ლომის წვლილი დაიდო. “იაგიელონია” 42-ე წუთზე გაშვებული ბურთის შემდეგ 0:1 აგებდა, მაგრამ 87-ე და 90-ე წუთზე გატანილი გოლების წყალობით გაიმარჯვა.

“ვისლასთან” მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ბიალისტოკელთა შეტევა გააძლიერა. პირველ ყოვლისა გოლის გატანაში პატრიკ ტუჩინსკის დაეხმარა, ხოლო შემდეგ ფანტასტიური სოლო გარღვევა განახორციელა, რომლის მერე იან პავლოვსკიმ ბურთი ბადეში მოათავსა” – იუწყება ekstraklasa.tv-ი ძალამიძეს შესახებ.

მიმდინარე სეზონში ძალამიძე სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130621