ფეხბურთი

16:55 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძოლამ "ჩელსის" ყველა დროის გუნდი შეადგინა

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა იტალიელმა ჯანფრანკო ძოლამ თავისი მოსაზრებით, ლონდონური გუნდის ყველა დროის საუკეთესო გუნდი დაასახელა. "არისტოკრატთა" ყოფილი ფორვარდის საუკეთესო 11-ეულში ადგილი მის თანაგუნდელებსაც ერგოთ და "ჩელსის" დღევანდელ ფეხბურთელებსაც.

ძოლას "დრიმ თიმი" შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: პეტერ ჩეხი

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი, მარსელ დესაი, ჯონ ტერი, გრემ ლესო

ნახევარმცველები: დენის უაიზი, ფრენკ ლამპარდი, რობერტო დი მატეო

თავდამსხმელები: არიენ რობენი, დიდიე დროგბა, ედენ აზარი

ჯანფრანკო ძოლა "ჩელსის" ღირსებას 1996-2003 წლებში იცავდა და გუნდის ისტორიაში მისი სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

0.110705