ფეხბურთი

18:04 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული პრესა: “რეალი” ანჩელოტის წასვლას დღეს დაადასტურებს

მადრიდული პრესა ერთხმად აცხადებს, რომ მადრიდის “რეალი” კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლას დღეს, თბილისის დროით 21 საათზე დაადასტურებს.

Marca-სა და AS-ის ცნობით, დღეს, მადრიდის დროით 19 საათზე, ფლორენტინო პერესი და კარლო ანჩელოტი პრესკონფერეციას გამართავენ, რომლის დროსაც თანამშრომლობის გაწყვეტას დაადასტურებენ.

ანჩელოტის “რეალიდან” წასვლის 2 მიზეზი სახელდება: გუნდის შედეგებით კლუბის დირექტორთა საბჭოს უკმაყოფილება და იტალიელის ჯანმრთელობა. თავად ანჩელოტის თქმით, მას კანადაში ოპერაციის გაკეთება, შემდეგ კი დასვენება ჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113168