ფეხბურთი

15:08 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბარძალის ფინალის გამოტოვება ემუქრება

ტურინის "იუვენტუსის" 34 წლის მცველი ანდრეა ბარძალი ტრავმირებულია. ვეტერან ფეხბურთელს გამოკვლევა ოთხშაბათს ჩაუტარდება მისი დაზიანების საბოლოო ხარისხიც დადგინდება. არსებობს შანსი, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ფეხბურთელს აღნიშნული ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაუცდეს კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ.

ბარძალიმ ტრავმა 23 მაისს, "ნაპოლისთან" მატჩისას მიიღო და იგი შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

მიმდინარე სეზონის უმეტესი ნაწილი მან ტრავმის გამო ისედაც გამოტოვა. იგი გუნდს სერია A-ში მხოლოდ 10 შეხვედრაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110455