ფეხბურთი

23:50 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერმაელენს “დეპორტივოსთან” ელიან

კატალონიური “ბარსელონას” რიგებში ტომას ვერმაელენის დებიუტი დიდი ალბათობით შაბათს შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი მადრიდული გამოცემა As–ი ავრცელებს.

როგორც იცით, “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონობა გასულ ტურში გაიფორმა. ამიტომაც, ლუის ენრიკე “დეპორტივოსთან” გასამართ ლა ლიგის ბოლო მატჩში შემადგებლობის გადახალისებას გეგმავს. მადრიდული გამოცემის თანახმად, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ: ხორდი მასიპს, მარკ ბარტრას, ტომას ვერმაელენს, სერხი რობერტოს, რაფინია ალკანტარას და პედრო როდრიგესს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მცველი “ბლაუგრანას” გასულ ზაფხულს შეუერთდა ლონდონის “არსენალიდან”, თუმცა ტრავმის გამო მისი დებიუტი ჯერ არ შემდგარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117264