ფეხბურთი

17:35 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩავი "ბარსელონას" დაემშვიდობა

კატალონიის "ბარსელონას" 35 წლის ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს ოფიციალურად დატოვებს. ამის შესახებ თავად ვეტერანმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წასვლისთვის შესაფერისი მომენტია და აღნიშნული გადაწყვეტილება თავის ოჯახთან შეთანხმების შედეგად მიიღო.

"ვაცხადებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" დავტოვებ. ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ და ჩემს ოჯახთან საუბრის შედეგად მივიღე. მიმდინარე სეზონში ბევრი არ მითამაშია და ვფიქრობ, წასვლისთვის სწორი დრო შევარჩიე, გარემოს შეცვლისთვის იდეალური მომენტია. ეს ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, თუმცა ოჯახი ამაში დამეხმარა.

ყატარულ "ალ სადთან" 2+1 წლიან კონტრაქტს გავაფორმებ.

ცოტა ხნის წინ, შემომთავაზეს ხელშეკრულების 2018 წლამდე გაგრძელება, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. გუნდის ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. ჩემი მიზანი ერთ მშვენიერ დღეს "ბარსაში" დაბრუნება იქნება, როგორც მწვრთნელის ან სპორტული დირექტორის რანგში.

"ბარსელონას" შესანიშნავ მომენტში ვტოვებ, მიყვარს ლურჯ-წითელი მაისური. ახლა 35 წლის ვარ და 17 წლის შემდეგ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ტიტულების მოგება ჯერ კიდევ შემიძლია, ეს გუნდი ფანტასტიკურია", - განაცხადა ჩავიმ.

ლეგენდარული ფეხბურთელი კატალონური გრანდის სკოლის აღზრდილი გახლავთ და სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. "ბარსელონას" პირველი გუნდის ღირსებას კი იგი 1998 წლიდან მოყოლებული იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146311