ფეხბურთი

18:01 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: “მანჩესტერს” დე ხეას შემცვლელის მოძებნა გაუჭირდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ დავიდ დე ხეას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, “წითელ ეშმაკებს” მისი შემცვლელის მოძებნა გაუჭირდებათ.

“სიმართლე გითხრათ, დე ხეას შესაძლო წასვლის გამო ვღელავ. მეორეს მხრივ, შეგვიძლია ის რამეში დავადანაშაულოთ? ის ესპანელია და თუ “რეალს” მისი ყიდვა უნდა, მადრიდელები ამას, დიდი ალბათობით, გააკეთებენ კიდეც.

“იუნაიტედისთვის” ეს პრობლემაა. კლუბის გულშემატკივრებიც იმედგაცრუებულები იქნებიან, რადგან ყველამ იცის, რამდენად მაღალ დონეზე თამაშობდა დე ხეა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელის ღირსეული შემცვლელის მოძებნა გაუჭირდება.” – ციტირებს სქოულზის სიტყვებს Sky Sport-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122404