ფეხბურთი

13:08 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსაში” წმენდა იგეგმება

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 5 ფეხბურთელს გაუშვებს. “კამპ ნოუდან” აბარგების კანდიდატები პედრო როდრიგესი, სერხი რობერტო, მარტინ მონტოია, ადრიანო და ხორდი მასიპი არიან.

პედროს მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბების გარდა მილანის “ინტერი” იჩენს”. დანარჩენი ოთხი ფეხბურთელის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. შესაძლოა “ბლაუგრანამ” აღნიშნული ფეხბურთელები გაანათხოვროს კიდეც.

0.111126