ფეხბურთი

17:44 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი "ბარსადან" "ალ სადში" მიდის

კატალონიის "ბარსელონასა" და ჩავი ერნანდესის ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. 35 წლის ფეხბურთელის მამისა და აგენტის, ხოაკინ ერნანდესის თქმით, შვილისთვის "ბარსადან" აბარგებისთვის ზედგამოჭრილი დროა. ამის შესახებ მან ესპანურ რადიო cope-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"მისთვის მოვიდა "ბარსელონასთან" დამშვიდობების დრო. ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შედეგადაა მიღებული. იგი ფეხბურთის თამაშს ისევ გააგრძელებს და მომავალში მწვრთნელობისთვის მოემზადება", - ამბობს ჩავის მამა.

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის მომავალი ნავსაყუდელი ყატარის საფეხბურთო კლუბი "ალ სადი" იქნება. ამის შესახებ ოფიციალურად ცნობილი ხუთშაბათს, 21 მაისს გახდება.

ჩავი კატალონური გრანდის აღზრდილი გახლავთ და მთავარ გუნდში 1998 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში ვეტერანმა ნახევარმცველმა ესპანეთის ლა ლიგაში 30 ჩატარებულ მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.

1.346573