ფეხბურთი

19:40 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრები სომხეთთან მატჩისთვის თბილისში მოემზადება

პორტუგალიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 13 ივნისს ერევანში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

TVS-ზე გასული საინფორმაციო ეთერით ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ნაკრები სომხებთან გასამართ შეხვედრამდე თბილისში ჩამოვა და აქ მოემზადება. საქართველოს და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციებს შორის შეთანხმება მარტში გაფორმდა. "ლუზიტანების" წარმომადგენლები საქართველოშიც იმყოფებოდნენ და გადაწყდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელები სომხეთთან მატჩამდე 4 დღის განმავლობაში თბილისში "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე მოემზადებიან.

აღნიშნული ინფორმაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ დაადასტურა.

"უკვე მარტში იყო ცნობილი, პორტუგალიის ნაკრები თბილისში რომ ივარჯიშებს და სომხეთის ნაკრებთან თამაშისთვის მოემზადება. იყო ჩამოსული ძალიან დიდი, ტექნიკური ჯგუფი, რომლებმაც ნახეს მინდვრის მდგომარეობა, სასტუმრო და ნანახმა სტუმრები დააკმაყოფილა. პორტუგალიის ნაკრების ეროვნული გუნდი თბილისში მთელი შემადგენლობით 6 ივნისს ჩამოვა და პირველ ვარჯიშს 8 ივნისს ჩაატარებს. პირენელები ერევანში 13 ივნისს დილით გაფრინდებიან", - განაცხადა სიჭინავამ.

0.112347