ფეხბურთი

15:34 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინგოლშტადი” ბუნდესლიგაში იასპარეზებს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარი “ინგოლშტადი”, კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად, მომდევნო სეზონიდან გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს.

მეორე ბუნდესლიგის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, 2004 წელს შექმნილმა კლუბმა ჩემპიონობა იზეიმა. გუნდმა შინ “ლაიპციგი” 2:1 დაამარცხა, 63 ქულა მოაგროვა, უახლოეს მდევარ “დარმშტადს” 7 ქულით გაუსწრო და ჩემპიონის რანგში ბუნდესლიგაში აღზევდა.

11 წლის წინ ორი კლუბის “MTV ინგოლშტადისა” და “ESV ინგოლშტადის” გაერთიანების შედეგად შეიქმნა კლუბი “ინგოლშტად 04”. გუნდი საშინაო მატჩებს “აუდი სპორტპარკზე” ატარებს, რომლის ტევადობა 15 000 ადამიანზეა განსაზღვრული.

0.129765