სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:02 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას და კობახიძის გოლები (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩეხეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში პრაღის “სლავიამ” 2:0 დაამარცხა თანაქალაქელი “დუკლა.” 36-ე წუთზე ლევან ყენიამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია, მეტოქის ორი ფეხბურთელი მოატყუა, შემდეგ კი მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

http://tv.isport.blesk.cz/video/2330853/slavia-dukla-krasny-gol-levana-keniji-na-1-0.html

ლევანი 41-ე წუთზე გააფრთხილეს, 71-ე წუთზე შეცვალეს. ჩეხეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სლავია” 31 ქულით მე-13 ადგილზეა.

იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურში “ვერონამ” შინ 2:1 დაამარცხა “ემპოლი.” ლევან მჭედლიძე 72-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. იტალიის 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 41 ქულით მე-16 ადგილზეა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის უკანასკნელ ტურში “ვიტესი” შინ “უტრეხტს” დაუზავდა (3:3). “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს. ჰოლანდიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ვიტესი” 58 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკოვის “ცსკამ” სტუმრად 4:0 დაამარცხა თანაქალაქელი “სპარტაკი.” ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო. "სპარტაკის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი მელქაძემ, რომელიც მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკი” 43 ქულით მე-6 ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში “ომონიამ” შინ 7:1 დაამარცხა “ერმისი.” 69-ე წუთზე უჩა ლობჟანიძე ჩაერთო თამაშში. “ომონია” 56 ქულით მესამე ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას საჩემპიონო ჯგუფში”იაგიელონიამ” სტუმრად 3:1 დაამარცხა “ლეხი.” გიორგი ფოფხაძე სათადარიგო იყო, ნიკა ძალამიძე კი 57-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. საჩემპიონო ჯგუფში რვა გუნდი მონაწილეობს. “იაგიელონია” 29 ქულით მესამე ადგილზეა.

პოლონეთის პირველი დივიზიონის 30-ე ტურში “პოგონისა” და “არკას” მატჩი ფრედ დასრულდა (4:4). “არკას” განაცხადში ვერ ვიხილეთ ოთარ ჯავაშვილი. პოლონეთის პირველ დივისიონში 18 გუნდი მონაწილეობს. “არკა” 41 ქულით მე-8 ადგილზეა.

პორტუგალიის პრიმეირალიგის 33-ე ტურში “პენაფიელმა” შინ 2:1 დაამარცხა “ჟილ ვისენტე.” დამარცხებულთა განაცხადში მოხვდა ავთანდილ ებრალიძე, თუმცა არ უთამაშია. პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ჟილ ვისენტე” 23 ქულით მე-17 ადგილზეა. ებრალიძის გუნდი შემდეგი სეზონიდან სეგუნდა ლიგაში ითამაშებს.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 45-ე ტურში “ფეირენსემ” შინ 1:0 დაამარცხა “ორიენტალი.” მასპინძელთა განაცხადში მოხვდა გიორგი მაკარიძე, თუმცა არ უთამაშია. 24 გუნდიან ჩემპიონატში “ფეირენსე” 75 ქულით მე-5 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში დონეცკის “ოლიმპიკმა” შინ 2:1 დაამარცხა ხარკოვის “მეტალისტი.” დონეცკელთა მეკარე ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ოლიმპიკი” 26 ქულით მე-9 ადგილზეა.

ლუცკის “ვოლინმა” შინ 4:2 დაამარცხა “ჰოვერლა.” ანგარიში მე-7 წუთზე ლუცკელთა ქართველმა მოთამაშემ სანდრო კობახიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების წევრმა მატჩი სრულად ჩაატარა. “ვოლინის” შემადგენლობაში 82-ე წუთზე თემურ ფარცვანია გამოჩნდა. “ვოლინი” 30 ქულით მე-7 ადგილზეა.

http://fcvolyn.net./newsView/1983/

კიევის “დინამომ” შინ 1:0 დაამარცხა “დნიპრო.” ჯაბა კანკავა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და შესვენებისას შეცვალეს. “დნიპრო” 50 ქულით მე-3 ადგილზეა.

ესტონეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ფლორამ” შინ 2:1 დაამარცხა “პაიდე.” გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ირაკლი ლოგუა, რომელიც 53-ე წუთზე ზაქარია ბერგლარიშვილმა შეცვალა. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ფლორა” 25 ქულით მეორე ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში “დიოსგიორმა” შინ 4:1 დაამარცხა “დიორი.” გიორგი ქვილითაიამ “დიორის” შემადგენლობაში მეორე ტაიმი სრულად ითამაშა. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “დიორი” 35 ქულით მე-10 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-8 ტურში “კტპ” შინ “სიკ-ს” დაუზავდა (0:0). მასპინძელთა ქართველი მოთამაშე გიორგი ოსიტაშვილი 64-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კტპ” 6 ქულით მე-9 ადგილზეა.

“კუპსისა” და ტურკუს “ინტერის” მატჩი ფრედ დასრულდა (1:1). “კუპსის” ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე 66-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, თუმცა 84-ე წუთზე შეცვალეს. სირბილაძემ “კუპსის” იმ შეტევეაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანი, შემდეგ კი გოლი მოჰყვა. ირაკლიმ მინდორი ტრავმის გამო დატოვა. “კუპსი” 11 ქულით მე-6 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.125513
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X