ფეხბურთი

12:46 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა ევროპის ლიგის სიმბოლურში მოხვდა

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების გათვალისწინებით სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მოხვდა.

უეფამ შეფასებით, “ნაპოლისთან” წვიმის ფონზე გამართული მატჩი ქართველ ფეხბურთელისთვის ზედგამოჭრილი იყო. კანკავა მეტოქის შეტევებს კარგად უმკლავდებოდა და მათ განეიტრალებას ახერხებდა.

“ჯვაროსნების” კაპიტნის დარად სიმბოლურში უკრაინული გუნდიდან მეკარე დენის ბოიკო, მცველი დუგლასი, ნახევარმცველი ვალერი ლუჩკევიჩი და “ნაპოლის” კარში ერთადერთი გოლის გამტანი ევგენი სელეზნიოვი მოხვდნენ.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დენის ბოიკო (“დნიპრო”).

მცველები: ფაუზი გულამი (“ნაპოლი”), დანიელ კარისო (“სევილია”), დუგლასი (“დნიპრო”), კოკე (“სევილია”).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“დნიპრო”), ვალერი ლუჩკევიჩი (“დნიპრო”), ევერ ბანეგა (“სევილია”).

თავდამსხმელები: კარლოს ბაკა (“სევილია”), ევგენი სელეზნიოვი (“დნიპრო”), მოჰამედ სალაჰი (“ფიორენტინა”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119469