კალათბურთი

11:34 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდი” კონფერენციის ფინალში, “ჰიუსტონმა” სერიაში ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა.

“ჩიკაგო” საკუთარ კედლებში “კლივლენდ კავალიერსს” შეხვდა. მატჩის მეორე პერიოდში “კავალიერსის” ერთ ერთმა ლიდერმა კაირი ირვინგმა ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუხდა. მიუხედავად ამისა, “კლივლენდმა” “ჩიკაგო” 94:73 გაანადგურა. სერიაში ანგარიში 4:2 გახდა, დევიდ ბლატის გუნდის სასარგებლოდ. ლებრონ ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდნენ, სადაც “ატლანტა” – “ვაშინგტონის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

“კლიპერსი” ლოს ანჯელესში “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა. მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ “კლიპერსი” მეტოქეს 13 ქულით ამარცხებდა. მაგრამ ბოლო პერიოდში “ჰიუსტონის” ორი კლათბურთელის, ჯოშ სმიტის და კორი ბრიუვერის საუცხოო თამაშმა “როკეტს” პერიოდი 40:15 მოაგებინა, საბოლოოდ კი ტეხასელებმა მეტოქე 119:107 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ “კლიპერსი” სერიას 3:1 იგებდა, თუმცა ჰარდენმა და მისმა თანაგუნდელებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს. სერიის გადამწყვეტი მეშვიდე თამაში ტეხასში 18 მაისს გაიმართება.

“ჩიკაგო ბულზი” – “კლივლენდ კავალიერსი” 73:94 (31:33, 13:25, 16:15, 13:21)

“ჩიკაგო”: ბატლერი (20 ქ.), როუზი (14 ქ. 6 პ.), გასოლი (8 ქ. 5 მ.), მიროტიჩი (7 ქ.), დანლივი (7 ქ.), სნელი (5 ქ.), ნოა (4 ქ. 11 მ.), ბრუქსი (4 ქ.), მური (2 ქ.), გიბსონი (2 ქ.)

“კლივლენდი”: დელავედოვა (19 ქ.), ჯეიმსი (15 ქ. 11 პ. 9 მ.), ტომპსონი (13 ქ. 17 მ.), შამპერტი (13 ქ.), სმიტი (12 ქ. 8 მ.), ჯონსი (9 ქ.), მოზგოვი (7 ქ.), ირვინგი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=JwupEtJmD_g

სერია“კლივლენდმა” 4:2 მოიგო

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 107:119 (29:25, 35:37, 28:17, 15:40)

“კლიპერსი”: პოლი (31 ქ. 11 პ. 7 მ.), გრიფინი (28 ქ. 8 მ.), რედიკი (15 ქ.), ბარნსი (9 ქ. 10 მ.), კროუფორდი (9 ქ.), ჯორდანი (8 ქ. 9 მ.), რივერსი (5 ქ.), დევისი (2 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (23 ქ.), ჰოვარდი (20 ქ. 21 მ.), ბრიუვერი (19 ქ. 10 მ.), სმიტი (19 ქ. 6 მ.), ჯონსი (16 ქ.), არიზა (13 ქ.), ტერი (7 ქ. 7 მ.), კაპელა (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=iyZ99uwEdAk

სერიაში ანგარიში 3:3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125651