კალათბურთი

15:40 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერია” სერიაში დაწინაურდა, ტეხასელებმა სხვაობა შეამცირეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა.

“კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგო ბულზი” 106:101 დაამარცხა. “ხარებს” მუხლის ტრავმის გამო ესპანელი ფორვარდი პო გაზოლი აკლდა. “კავალიერსი” დიდ შესვენებაზე 10 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა, “ჩიკაგომ” შეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. “კავალიერსში” 38 ქულით, 12 მოხსნით და 6 პასით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. “ხარებს” 29 ქულით ჯიმი ბატლერმა ულიდერა. სერიაში “კლივლენდი” 3:2 დაწინაურდა. მეექვსე მატჩი “ჩიკაგოში” 15 მაისს შედგება.

“ჰიუსტონმა” შინ “კლიპერსი” 124:103 გაანადგურა. ტეხასელებმა მესამე პერიოდის გარდა დანარჩენ სამ პერიოდში მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს. ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი. “კლიპერსში” 30 ქულით და 16 მოხსნით ბლეიკ გრიფინი გამოირჩა. “კლიპერსი” სერიას 3:2 იგებს. მეექვსე შეხვედრა 15 მაისს ლოს ანჯელესში გაიმართება.

“კლივლენდ კავალიერსი” – “ ჩიკაგო ბულზი” 106:101 (25:24, 29:20, 26:27, 26:30)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (38 ქ. 12 მ. 6 პ. 3 ჩ.), ირვინგი (25 ქ. 5 პ.), შამპერტი (13 ქ. 7 მ.), სმიტი (12 ქ.), ტომპსონი (12 ქ. 10 მ.), დელავედოვა (5 ქ. 4 პ.), მოზგოვი (1 ქ. 6 მ.)

“ჩიკაგო”: ბატლერი (29 ქ. 9 მ.), დანლივი (19 ქ. 4 პ.), როუზი (16 ქ. 9 მ. 7 პ.), ნოა (10 ქ. 9 მ.), მიროტიჩი (10 ქ.), გიბსონი (10 ქ.), ბრუქსი (4 ქ.), ჰაინრიხი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=HLSQrWcKCuk

სერიაში ანგარიში 3:2

“ჰიუსტონ როკეტსი” – “ლოს აჯელეს კლიპერსი” 124:103 (27:22, 36:26, 27:28, 34:27)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (26 ქ. 11 მ. 10 პ.), არიზა (22 ქ. 8 მ.), ჰოვარდი (20 ქ. 15 მ.), ბრიუვერი (15 ქ.), ჯონსი (12 ქ. 5 მ.), ტერი (11 ქ.), სმიტი (9 ქ. 7 მ.), კაპელა (8 ქ.), პაპანიკოლაუ (1 ქ.)

“კლიპერსი”: გრიფინი (30 ქ. 16 მ.), პოლი (22 ქ. 10 პ.), ჯორდანი (13 ქ. 11 მ.), ჰეივსი (11 ქ.), რედიკი (9 ქ.), რივერსი (8 ქ.), ბარნსი (5 ქ.), კროუფორდი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=qjnyK5Vioos

სერიაში ანგარიში 2:3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134618