სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:03 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” მეტოქე მადრიდში გაირკვევა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რეალი-იუვენტუსი (პირველი მატჩი 1:2)

ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი ნახევარფინალური დაპირისპირებისგან განსხვავებით, დღევანდელ წყვილში გარკვეული ჯერ არაფერია. ერთი კვირის წინათ გამართულ მატჩში, “იუვენტუსმა”, ტურინში, “რეალი” 2:1 დაამარცხა. ეს ანგარიში ფინალში თამაშის რეალურ შანსს ორივე გუნდს უტოვებს.

“რეალს” “იუვენტუსთან” იმ ანგარიშით მოგების გამოცდილება უკვე აქვს, რომელიც მადრიდელებს დღეს ხელს აძლევთ. “სამეფო კლუბმა” “ბებერი ქალბატონი” სულ 8-ჯერ დაამარცხა, აქედან 5-ჯერ 1:0 და ერთხელ 3:1.

ამ გუნდებს შორის გამართული 17 დაპირისპირებიდან 8 მადრიდელებმა მოიგეს, ამდენივე ტურინელებმა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ესპანეთში ჩატარებული 7 შეხვედრიდან ხუთში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო ორში – სტუმრებმა.

“რეალი” იტალიურ გუნდთან 65-ედ ითამაშებს. მადრიდელებს, წინა 64 მატჩში, 29 მოგება, 10 ფრე და 25 წაგება აქვთ. საკუთარ კედლებში ჩატარებული 29 შეხვედრიდან “სამეფო კლუბმა” 21 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 6 დათმო.

“იუვენტუსს”, ესპანეთის წარმომადგენლებთან გამართულ 45 თამაშში 16 მოგება, 11 ფრე და 18 მარცხი დაუგროვდა. მეტოქის მოედანზე ჩატარებული 20 დაპირისპირებიდან ტურინელებმა 3 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს და 13 წააგეს.

“რეალი” მეტოქეს ცუდი განწყობით ხვდება. კარლო ანჩელოტის გუნდმა, გასულ უქმეებზე, “ვალენსიასთან” ქულები დაკარგა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მადრიდელებს მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ.

“იუვენტუსში” სხვაგვარი სიტუაციაა. გასულ უქმეებზე, ქულები ტურინელებმაც დაკარგეს, მაგრამ ალეგრის გუნდს იტალიის ჩემპიონობაც განაღდებული აქვს და “ბებერი სინიორა” იტალიის თასის ფინალშიც გასულია.

“რეალი” მეტოქეს ტრავმირებული ლუკა მოდრიჩის გარეშე ხვდება. გამოჯანმრთელების შემდეგ განაცხადში მოხვდა ქარიმ ბენზემა, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდეთ. “ვალენსიასთან” გამართულ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო ტონი კროოსმა, მაგრამ დიდი ალბათობით, მას მოედანზე მაინც პირველივე წუთებიდან ვიხილავთ.

“იუვენტუსს” ასამოა და კასერესი არ ეყოლება. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ტურინელებს პოლ პოგბა დაუბრუნდათ.

  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, საკუთარ კედლებში გამართული პირველი თამაშის 2:1 მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლის 47%-იან შანსს იძლევა;
  • “რეალსა” და იტალიურ გუნდებს შორის მადრიდში გამართული ბოლო 11 თამაშიდან ფრედ არცერთი დასრულებულა;
  • “იუვენტუსმა”, ესპანეთში გამართული ბოლო 20 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
  • ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში იტალიურ გუნდს ხვდებოდა, მადრიდული გუნდი ტურნირს ამ ეტაპიდან ეთიშებოდა;
  • “რეალს”, ევროტურნირის ფლეი ოფში, სტუმრად გამართული პირველი თამაში, აქამდე, 36-ჯერ წაუგია. მადრიდელები შემდეგ ეტაპზე 22-ჯერ გავიდნენ, თუმცა ბოლო 4 ცდიდან მათ ეს ვერცერთხელ მოახერხეს. ანგარიშით 1:2 ხუთჯერ წაგების შემდეგ “რეალი” მომდევნო ეტაპზე 3-ჯერ გავიდა;
  • “იუვენტუსს”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 3 გასვლით შეხვედრაში, გოლი არ გაუშვია;
  • “იუვენტუსმა” ევროტურნირის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული პირველი თამაში 42-ედ მოიგო. წინა 41 შემთხვევიდან ტურინელები მომდევნო ეტაპზე 33-ჯერ გავიდნენ. ანგარიშით 2:1 ოთხჯერ მოგების შემდეგ, “ბებერი სინიორა” ორრაუნდიან დაპირსპირებაში ყოველთვის იმარჯვებდა;
  • დღეს, იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგაზე თავის 150-ე თამაშს ჩაატარებს;
  • “რეალმა” გოლი საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 52 თამაშში გაიტანა;
  • კრიშტიანუ რონალდუმ, იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ 6 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კროოსი, ისკო, როდრიგესი, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პირლო, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, მორატა, ტევესი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.187682
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X