სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:29 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დილას სამტრედიული გამოცდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩები ისტორიულ დღეს, 13 მაისს გაიმართება. ამ დღეს ქართულმა ფეხბურთმა ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა – თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ასეთი წარმატება ალბათ კიდევ დიდხანს გვექნება სანატრელი, თუმცა ჩვენს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ.

ტურის მთავარი მატჩი სამტრედიაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “სამტრედია” ლიდერ “დილას” უმასპინძლებს. ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, გორელები უშუალო მდევარ ბათუმის “დინამოს”ხუთი ქულით უსწრებენ. თუ მათ დარჩენილ კალენდარს გავითვალისწინებთ (“სამტრედიის” შემდეგ “მერანთან” სტუმრად და “ვიტ ჯორჯიასთან” შინ), ქულების დაკარგვა ნაკლებად სავარაუდოა. სამტრედიელებს და მარტვილელებს, ფაქტობრივად, სატურნირო მოტივაცია აღარ გააჩნიათ, “ვიტ ჯორჯია”კი ბოლო ადგილზე დგას და გავარდნის მთავარი კანდიდატია. ასე რომ, გორელებს კარგი შანსი აქვთ ისტორიაში პირველად მოიპოვონ ქვეყნის ჩემპიონობა. “სამტრედიამ” წინა ტურში ლანჩხუთში “გურიასთან” წააგო და როგორც ჩანს, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას საბოლოოდ დაემშვიდობა. ახლა მათი მთავარი საზრუნავი თასის ფინალში წარმატებით თამაშია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზაზა ზამთარაძის შეგირდები გორელებს რამეს დაუთმობენ.

საინტერესო უნდა გამოდგეს “სიონი” ბათუმის ”დინამოს” მატჩიც. ბოლნისელებმა ბოლო სამი თამაში წააგეს, ბოლოსწინა ადგილზე დგანან და გადარჩენისათვის დაჩენილ მატჩებში წაფორხილების უფლება აღარ აქვთ. ქულების დაკარგვას არც საჩემპიონოდ მებრძოლი ბათუმელები აპირებენ, ამიტომ გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი.

გამოვარჩევდით აუტსაიდერთა დაპირისპირებას. “მეტალურგი” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინლებს. გასულ ტურში რუსთაველები მიჯრით მერვედ დამარცხდნენ. გაზაფხულზე 12 მატჩში მათ მხოლოდ ერთი ქულა აიღეს (11 წაგება, ერთი ფრე). მიზეზი გასაგებია, უფულობა. უკეთეს დღეში არც ვეტერინარები არიან. თეორიულად ორივე გუნდს აქვს ელიტაში დარჩენის შანსი, თუმცა როგორ მდგომარეობაში არიან რუსთაველები კიდევ საკითხავია.

13 მაისი

სამტრედია – დილა (გორი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში:0:1

კოლხეთი (ფოთი) – მერანი (მარტვილი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ომარ გოგონაია, ზურაბ თევზაძე (ორივე კოლხეთი)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ს. სპიცინი, დ. კვეტენაძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში:0:0

მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

რუსთავი. “ფოლადი.” 17:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:0

შუქურა (ქობულეთი) – ცხინვალი

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: დავით მაისაშვილი, ბაქარ ქარდავა (ორივე ცხინვალი)

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ზვ. ერქვანია, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

სიონი (ბოლნისი) – დინამო (ბათუმი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ჯაბა უგულავა, დავით საჯაია (ორივე სიონი)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ფიფია, დ. ჩიგოგიძე, გ. დოგრაშვილი, ჯ. ხორავა, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

დინამო (თბილისი) - ზუგდიდი

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა თოთაძე (დინამო); ლევან წურწუმია (ზუგდიდი)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ლ. ვარამიშვილი, ი. მაჩიტიძე, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:1

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 17:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი მჭედლიშვილი (გურია)

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

ზესტაფონი – ტორპედო (ქუთაისი)

(ტორპედოს ტექნიკური მოგება 0:3)

მეგოლეები:

14 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108873
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X