ფეხბურთი

22:29 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ვალენსიას” ოტამენდის შენარჩუნება სურს

“ვალენსია” მცველ ნიკოლა ოტამენდის შენარჩუნებას ცდილობს. “ღამურებს” 27 წლის ფეხბურთელთან ზაფხულში ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ. ამ თემაზე “ვალენსიას” სპორტულმა დირექტორმა ფრანცისკო რუფეტემ ისაუბრა.

“გვსურს ოტამენდი დიდი ხნით დარჩენს კლუბში. სეზონი მალე დასრულდება, ჩვენ კი მასთან საუბარს ვაპირებთ. იმედი მაქვს საუბარი შედეგს მოიტანს და ნიკოლა კვლავ “ვალენსიას” ფეხბურთელი იქნება” – აღნიშნა რუფეტემ.

არგენტინელი ფეხბურთელის შეძენით განსაკუთრებით დაინტერესებული “მანჩესტერ იუნაიტედია.” ოტამენდის ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

ოტამენდი “ვალენსიაში” მიმდინარე სეზონის წინ “პორტუდან” გადავიდა. მან ლა ლიგის 33 მატჩში 4 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მადრიდული კლუბების “რეალისა” და “ატლეტიკოს” კარში გატანილი გოლები იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108143