ფეხბურთი

17:41 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია და მაისურაძე “ანორთოსისში” რჩებიან

კვიპროსის “ანორთოსისის” ნახევარმცველები გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე ფამაგუსტურ კლუბში კიდევ ერთი წელი დარჩებიან.

ინტერნეტპორტალ kerkida.net-ის ინფორმაციით, “ანორთოსისი” ქართველ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე უახლოეს პერიოდში განაცხადებს.

კვიპროსული კლუბის ხელმძღვანელობა როგორც აბურჯანიას, ასევე, მაისურაძის თამაშით კმაყოფილია და მზადაა მათთან ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმოს, თან ფეხბურთელებს ხელფასებიც გაუზარდოს.

0.122219