კალათბურთი

12:07 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

როუზმა ბოლო წამზე გაისროლა, “კლიპერსმა” “ჰიუსტონი” გაანადგურა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა.

“ჩიკაგო ბულზი” შინ “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე ანგარიში 96:96 იყო. ბურთი “ხარების” გამთამაშებელმა დერეკ როუზმა მიიღო, რომელმაც სამქულიანი გაუშვა და ბურთი ფართან კონტაქტის შემდეგ კალათში ჩაეშვა. დერეკმა “ჩიკაგოს” 99:96 მოაგებინა და სერიაში ჩიკაგოელები 2:1 დააწინაურა. “ჩიკაგოში” 30 ქულით საუკეთესო დერეკ როუზი იყო, “კლივლენდში” 27 ქულით, 14 პასით და 8 მოხნით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ ჩიკაგოში 10 მაისს გაიმართება.

“კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონ როკეტსი” 124:99 გაანადგურა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლოს ანჯელესელთა გამარჯვებით 35:19 დასრულდა. კალიფორნიელებს ტრავმის მოშუშების შემდეგ კრის პოლი დაუბრუნდა, რომელმაც გუნდს 12 ქულა და 7 პასი შესძინა. “კლიპერსს” 31 ქულით რედიკმა ულიდერა, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა და 8-დან 6 ორქულიანი მოათავსა კალათში. “ჰიუსტონში” ტრადიციულად საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო - 25 ქულა. სერიაში “კლიპერსი” 2:1 დაწინაურდა. მეოთხე მატჩი 11 მაისს ლოს ანჯელესში გაიმართება.

“ჩიკაგო ბულზი” – “კლივლენდ კავალიერსი” 99:96 (18:24, 29:25, 27:24, 25:23)

“ჩიკაგო”: როუზი (30 ქ. 7 პ.), ბატლერი (20 ქ. 8 მ. 5 ჩ.), დანლივი (16 ქ. 6 მ.), მიროტიჩი (12 ქ. 8 მ.), გიბსონი (9 ქ. 9 მ.), გასოლი (6 ქ.), ნოა (4 ქ. 11 მ.), ბრუქსი (2 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (27 ქ. 14 პ. 8 მ.), სმიტი (14 ქ.), ირვინგი (11 ქ.), ტომპსონი (10 ქ. 13 მ.), დელავედოვა (10 ქ.), მოზგოვი (8 ქ. 7 მ.), ჯონსი (8 ქ.), შამპერტი (8 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=BJf_ljgmzgI

სერიაში ანგარიში 2:1

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 124:99 (33:24, 31:33, 35:19, 25:23)

“კლიპერსი”: რედიკი (31 ქ.), რივერსი (25 ქ.), გრიფინი (22 ქ. 14 მ.), კროუფორდი (12 ქ.), პოლი (12 ქ. 7 პ. ), ბარნსი (7 ქ.), ჯორდანი (6 ქ. 15 მ.), დევისი (4 ქ.), თურქოღლუ (3 ქ.), ჰეივსი (2 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (25 ქ. 11 პ.), ჰოვარდი (14 ქ. 14 მ.), ტერი (13 ქ.), ჯონსი (12 ქ.), ბრიუვერი (11 ქ.), არიზა (10 ქ.), სმიტი (7 ქ. 9 მ.), პრიჯიონი (6 ქ.), კაპელა (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=ZUmvrEZdK08

სერიაში ანგარიში 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117805