ფეხბურთი

20:40 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ჩეხს თავისთან ეპატიჟება

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი "ლივერპული" ლონდონის "ჩელსის" მეკარით, პეტერ ჩეხით ინტერესდება. ამის შესახებ გამოცემა metro წერს. ამავე წყაროს ცნობით, "წითლები" 32 წლის კიპერს სეზონში 6.5 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

ჩეხმა მიმდინარე სეზონში ლონდონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბელგიელი ტიბო კურტუას ჩრდილქვეშ მოექცა. მის სახელს გარდა "ლივერპულისა", აქტიურად იტალიურ "რომასაც უკავშირებენ.

პრემიერლიგაში მან წლეულს მხოლოდ 6 შეხვედრაში ითამაშა. ჩეხი "სტემფროდ ბრიჯზე" 2004 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.

0.113501