ფეხბურთი

21:41 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგას არჩევანი: რობინიო არის, ოსკარი - არა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგმა კოპა ამერიკის 2015 წლის ტურნირისთვის ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“სელესაოს” შემადგენლობაში ვერ მოხვდა ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ოსკარი. სამაგიეროდ, დუნგამ ნაკრებში უხმო “სანტოსის” თავდამსხმელ რობინიოს.

ბრაზილიელთა სრული შემდგენლობა კი შემდეგნაირია:

მეკარეები: ჯეფერსონი (“ბოტაფოგო”), დიეგო ალვეში (“ვალენსია”), მარსელო გროე (“გრემიო”)

მცველები: დანილო (“პორტუ”), ფაბინიო (“მონაკო”), ფილიპე ლუისი (“ჩელსი”), მარსელო (“რეალი”), ტიაგო სილვა (პსჟ), მირანდა (“ატლეტიკო”), დავიდ ლუიზი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ)

ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (“ვოლფსბურგი”), ფერნანდინიო (“სიტი”), ელიასი (“კორინთიანსი”), კაზემირო (“პორტუ”), ვილიანი (“ჩელსი”), ევერტონ რიბეირო (“ალ აჰლი”), დუგლას კოშტა (“შახტარი”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”)

თავდამსხმელები: ნეიმარი (“ბარსელონა”), რობინიო (“სანტოსი”), რობერტო ფირმინიო (“ჰოფენჰაიმი”), დიეგო ტარდელი (“შანდონგი”)

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე სადებიუტო შეხვედრას 14 ივნისს, პერუს ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120316