ფეხბურთი

15:22 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეინამ შესაძლოა ჰანდანოვიჩი ჩაანაცვლოს

მიუნხენის “ბაიერნის” მეორე მეკარემ, 32 წლის ესპანელმა პეპე რეინამ კარიერა შესაძლოა “ინტერში” გააგრძელოს. ამის შესახებ La Gazzetta Dello Sport-ი იუწყება. მილანური კლუბის მეკარეს სამირ ჰანდანოვიჩს კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და წყაროს ინფორმაციით, კლუბი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

პეპე რეინას “ბაიერნში” სათამაშო პრაქტიკა ფაქტობრივად არ აქვს, რადგან გვარდიოლა უპირატესობას ნოიერს ანიჭებს. მიმდინარე სეზონში რეინამ გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111421