ფეხბურთი

15:03 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკმა ჯანაშია შეავიწროვა

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბრაზილელმა შემტევმა ჰალკმა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის საუკეთესო ლეგიონერ ბომბარდირთა ათეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ექსფორვარდის ზაზა ჯანაშიას ადგილი დაიკავა.

პრემიერლიგის 26-ე ტურში ჰალკის მიერ “სპარტაკის” კარში გატანილი გოლი რუსულ კარიერაში 52-ე აღმოჩნდა და მან ლეგიონერ ბომბარდირებში მე-10 ადგილი დაიკავა, რომელზეც მანამდე ჯანაშია იყო (197 მატჩში 51 გოლი).

რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ლეგიონერ ბომბარდირთა ათეული ასე გამოიყურება:

  1. ვაგნერ ლავი (259 მატჩში 124 გოლი)
  2. სეიდუ დუმბია (129/84)
  3. დანი (218/78)
  4. ველიტონი (133/61)
  5. ექტორ ბრაკამონტე (237/57)
  6. კევინ კურანი (147/56)
  7. ნაზიმ სულეიმანოვი (167/56)
  8. მარტინ კუშევი (194/56)
  9. ალეხანდრო დომინგესი (170/53)
  10. ჰალკი (106/52).

აღსანიშნავია, რომ ჯანაშია “ლოკომოტივის” არსებობის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი-ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126073