კალათბურთი

12:38 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლანტა” კონფერენციის ნახევარფინალშია (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ერთი მატჩი გაიმართა.

“ბრუკლინ ნეტსი” ნიუ იორკში “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ქორებმა” 41:21 მოიგეს, საბოლოოდ ჯორჯიელებმა 111:87 იმარჯვეს და სერია 4:2 მოიგეს. “ბრუკლინში” ბრუკ ლოპესი 19 ქულით გამოირჩა, - “ატლანტაში” 25 ქულით პოლ მილსაპი. საკმაოდ უცნაური სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა ჯორჯიელთა გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა, რომელიც მეტოქის ფარს 5-ჯერ დაემუქრა, მაგრამ უშედეგოდ. ტიგმა შეხვედრა 0 ქულით დაამთავრა, მაგრამ გამთამაშებელს პასების გაცემა არ დავიწყება და სულ 13 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მსგავსი შედეგი ბოლოს ნბა-ს პლეი ოფების ისტორიაში 1994-95 წლების სეზონში დაფიქსირდა. ამრიგად, “ატლანტა” აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია, სადაც “ვაშინგტონ ვიზარდს” დაუპირისპირდება.

“ბრუკლინ ნეტსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 87:111 (23:36, 22:15, 21:41, 21:19)

“ბრუკლინი”: ლოპესი (19 ქ. 7 მ.), უილიამსი (13 ქ.), ჯონსონი (12 ქ. 6 მ.), ჯეკი (11 ქ. 7 მ.), ბოგდანოვიჩი (8 ქ.), იანგი (7 ქ.), ანდერსონი (6 ქ.), პლამლი (6 ქ.), კლარკი (3 ქ.), ბრაუნი (2 ქ.)

“ატლანტა”: მილსაპი (25 ქ. 9 მ. 6 პ.), კორვერი (20 ქ. 8 მ.), ქეროლი (20 ქ.), ჰორფორდი (18 ქ. 7 მ.), შროდერი (12 ქ.), ბაზერმორი (7 ქ.), მუსკალა (4 ქ.), მაკი (3 ქ.), სკოტი (2 ქ.), ტიგი (13 პ.)

https://www.youtube.com/watch?v=w6TLXFxNyRY

“ატლანტამ” სერია 4:2 მოიგო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110546