ფეხბურთი

22:31 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში ადგილი პირველად საუკუნოვან ისტორიაში

იტალიის სერია A-ს 2015-2016 წლების სეზონს დებიუტანტი ეყოლება საფეხბურთო კლუბ “კარპის” სახით. არადა, გუნდს საუკუნოვანი ისტორია გააჩნია, თუმცა აქამდე იტალიური ფეხბურთის ელიტაში ერთხელაც არ უასპარეზია. 1909 წელს დაარსებული გუნდი სულ რაღაც ექვსი წლის წინ სერია D-ს ბინადარი გახლდათ, მაგრამ მიმდინარე სეზონი “კარპიმ” სერია B-ში ერთი ამოსუნთქვით განვლო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე, არათუ სერია A-ს საგზური, არამედ პირველი ადგილიც გაინაღდა. გუნდს 38 ტურის შემდეგ 75 ქულა აქვს დაგროვილი და მესამე, საპლეიოფო ადგილს უკვე 12 ქულით უსწრებს.

“კარპიმ” ისტორიული თამაში “ბარის” წინააღმდეგ გამართა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე ფრედ, - 0:0 დასრულდა, თუმცა აღნიშნული შედეგი სერია A-ში დროზე ადრე ადგილის დაბევებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

0.116659