ფეხბურთი

20:58 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “ხელსაყრელ სიტუაციაში ვართ”

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ლიგა ერთში შექმნილი ვითარებით კმაყოფილია.

საფრანგეთის ჩემპიონატის 34 ტურის შემდეგ, პსჟ პირველ ადგილზეა და მდევარ “ლიონს” 3 ქულით უსწრებს.

“ჩვენთვის ხელსაყრელი სიტუაციაა შექმნილი. პსჟ საკმაოდ მომგებიან პოზიციას იკავებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

ფეხბურთელები, სეზონის ბოლოს, რა თქმა უნდა, დაიღალნენ, მაგრამ ჩვენი მომზადება საჭირო დონის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.” – განაცხადა ბლანმა “მეცთან” მოგებული თამაშის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112414