ფეხბურთი

19:51 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურე “სიტის” 2 კვირით გამოაკლდა

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი იაია ტურე გუნდს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, კოტ დ’ივუარელ შუახაზელს მუხლქვედა მყესი აქვს დაჭიმული და მას მკურნალობა დასჭირდება, რომელიც დაახლოებით ორ კვირას გასტანს. ეს ნიშნავს, რომ ტურე “ტოტენჰემთან” და “ქუინს პარკ რეინჯერსთან” პრემიერლიგაში გასამართ დაპირისპირებებს გამოტოვებს.

იაია ტურემ, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 26 თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 8 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა. მის გარეშე გამართული 8 შეხვედრიდან “სიტიმ” მხოლოდ 2 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116963