სხვა

18:54 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტროს შესაძლოა არჩილ თალაკვაძემ უხელმძღვანელოს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

აღნიშნულ ცნობას გამოეხმაურა აწ უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა. ყიფიანის განცხადებით, არჩილ თალაკვაძე კარგი მენეჯერია და მისი ენერგია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობას გამოადგება.

არჩილ თალაკვაძე 1983 წლის 16 იანვარს ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (2000-2006 წლები). მუშაობდა, აშშ-ს საერთაშრისო განვითარების სააგენტოს ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის პროეტქის კოორდინატორად, 2008-2009 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველად, 2011-2012 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილედ, 2012-2014 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ. 2014-წლიდან დღემდე თალაკვაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

0.112297