სხვა

10:38 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

როგორც, “პირველი რადიო” იუწყება, გუშინ გვიან ღამით, სახელისუფლებო გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის შესახებ იმსჯელეს. დახურულ კარს მიღმა გადაწყდა, რომ ლევან ყიფიანი პოსტს დატოვებს. ჯერჯერობით მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ კეთდება. რუსთავი 2-ის ცნობით, დღეს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. სწორედ 12 საათზე გაირკვევა დატოვებს თუ არა ის მინისტრის პოსტს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სპორტის კომიტეტმა გაავრცელა იმ პრეტენზიების სია, რომლებიც მათ სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის მიმართ გააჩნიათ. პრეტენზიები ეხება მინისტრის საკადრო პოლიტიკას და მზადებას როგორც ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისთვის, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის. ასევე დეპუტატებს არ მოსწონთ მინისტრის სპორტის განვითარების ხედვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115467