ფეხბურთი

2:02 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძის გამარჯვება, ყენიას მარცხი

პორტუგალიის პრიმეირალიგის 30-ე ტურში “ჟილ ვისენტემ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “აკადემიკა.” ავთანდილ ებრალიძემ სრულად ითამაშა, 79-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ჟილ ვისენტე” 23 ქულით მე-17 ადგილზეა.

ჩეხეთის ჩემპიონატში “იაბლონეცმა” შიმ 2:1 დაამარცხა პრაღის “სლავია.” სტუმართა ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია 64-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. ჩეხეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სლავია” 25 ქულით მე-14 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში დონეცკის “მეტალურგმა” შინ 1:0 დაამარცხა ოდესის “ჩერნომორეცი.” ოდესელებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება გიორგი გადრანი. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ჩერნომორეცი” 18 ქულით მე-11 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრლიგის მე-8 ტურში “ფლორამ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “პაიდე.” ირაკლი ლოგუამ “ფლორას” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 88-ე წუთზე შეცვალეს. გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდა ზაქარია ბეგლარიშვილი, თუმცა არ უთამაშია. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ფლორა” 21 ქულით მეორე ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრლიგაში “კალევმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “ნარვა.” გამარჯვებულთა მაისურით იგორ ჩემინავამ სრულად ითამაშა. “კალევი” 13 ქულით მე-3 ადგილზეა.

0.124551