ფეხბურთი

21:03 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძემ "ომონია" მარცხისგან იხსნა, ლიპარტიამ გამარჯვების გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ექვსეულში “ანორთოსისმა” “აპოელს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში ირაკლი მაისურაძემ სრულად ითამაშა, ასევე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი აბურჯანია, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს. კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში “ანორთოსისი” 48 ქულით მე-5 ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ექვსეულში “ომონიამ” უჩა ლობჟანიძის გოლით ლარნაკას “აეკთან” შეხვედრაში ქულა მოიპოვა. ანგარიში ლარნაკელმა ფეხბურთელებმა 44-ე წუთზე გახსნეს, 83-ე წუთზე კი უჩა ლობჟანიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების მცველმა სრულად ითამაშა. “ომონია” 50 ქულით მე-3 ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=vcINT7Bj2ZU&feature=youtu.be

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში “ქასიმფაშამ” გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა “რიზესფორი.” გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდა ლაშა დვალი, თუმცა არ უთამაშია. თურქეთის სუპერლიგის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ქასიმფაშა” 32 ქულით მე-12 ადგილზეა.

გერმანიის მესამე ლიგის 34-ე ტურში “ვეენმა” შინ 3:0 დაამარცხა “ჰალეშერი.” აკაკი გოგია მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. გერმანიის მესამე ლიგის 20 გუნდიან ჩემპიონატში “ჰალეშერი” 50 ქულით მე-7 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “ჰოვერლა.” 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი ჯაბა ლიპარტიამ გაიტანა, რომელიც 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. 42-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 84-ე წუთზე “ზორიამ” ანგარიში გაათანაბრა, მატჩის მიწურულს კი ლიპარტიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. უკრაინის პრემიერლიგის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ზორია” 34 ქულით მე-4 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგაში პოლტავას “ვორსკლამ” შინ 2:0 დაამარცხა ლუცკის “ვოლინი.” “ვოლინის” შემადგენლობაში სრულად ითამაშა თემურ ფარცვანიამ, ხოლო სასტარტოში მოთამაშე სანდრო კობახიძე 88-ე წუთზე შეცვალეს. “ვოლინი” 25 ქულით მე-7 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 31-ე ტურში ბაქოს “ინტერმა” შინ 2:0 დაამარცხა “აზალი.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშეს ამისულაშვილმა და სალუქვაძემ. “ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ბაჩანა ცხადაძე, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ლომაია ტრავმის გამო ვერ ეხმარება კლუბს. 84-ე წუთზე "აზალის" შემადგენლობაში ლაშა კასრაძე გამოჩნდა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. აზერბაიჯანის პრემიერლიგის 10 გუნდიან ჩემპიონატში კახი ცხადაძის გუნდი 50 ქულით მე-2 ადგილზეა, "აზალი" კი 32 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში “ხაზარმა” შინ 1:0 დაამარცხა გიორგი ჩიხრაძის “სიმურგი.” ქართველი მწვრთნელის გუნდი 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “სპარტაკუსი” შინ ბუდაპეშტის მტკ-ს დაუზავდა (1:1). მასპინძელთა შემადგენლობაში ზურაბ არზიანმა სრულად ითამაშა, 54-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. “სპარტაკუსის” განაცხადში მოხვდა დავით დარციმელია, თუმცა არ უთამაშია. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკუსი” 26 ქულით მე-11 ადგილზეა.

ლიტვის ა ლიგის მე-10 ტურში “ტრაკაიმ” შინ 2:0 დაამარცხა “ატლანტასი.” მასპინძელთა განაცხადში მოხვდა ნიკა აფაქიძე, თუმცა არ უთამაშია. “ტრაკაის” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ბესო ამაშუკელი განაცხადში ვერ ვიხილეთ. ლიტვის ა ლიგის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ტრაკაი” 25 ქულით პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112436