კალათბურთი

0:01 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროთასზე რაისი გამოარჩიეს

რუსული “ხიმკის” უკანახაზელი ტაირის რაისი ევროთასის 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ამერიკელმა გამთამაშებელმა ტურნირზე ხიმკელთა 22-ვე მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მისი საშუალო მონაგარი კი 17.2 ქულა, 2.2 მოხსნა, 5.5 პასი და 0.9 ჩაჭრა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ “ხიმკი” ევროთასის ფინალშია გასული, სადაც 24 და 29 აპრილს ესპანურ “გრან კანარიას” ეთამაშება.

0.16359