კალათბურთი

15:46 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიროტიჩი “მილუოკის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხვალ “მილუოკის” წინააღმდეგ “ჩიკაგოს” მონტენეგროელი ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი ვერ დაეხმარება. წყაროს ცნობით, წინა მატჩში მიროტიჩმა მუხლის და ბარძაყის ტრავმა მიიღო.

ნიკოლა მიმდინარე სეზონში საშუალო ერთ მატჩში 10.2 ქულას 4.9 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებს.

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” პლეი ოფში “ჩიკაგო ბულზთან” 0:2 მარცხდება. თბილისის დროით ხვალ გამთენიისას 04:00 საათზე “მილუოკი” შინ “ხარებს” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში ზაზამ მიროტიჩთან დაპირისპირებისას მიიღო მეორე ტექნიკური ჯარიმა, რისთვისაც პარკეტი დროზე ადრე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116462