ფეხბურთი

22:29 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” სკუფეტის დამატებაზე ფიქრობს

გადაწყვეტილია, რომ ფლორენციის “ფიორენტინას” მიმდინარე სეზონის ბოლოს ბრაზილიელი მეკარე ნეტო დატოვებს. შესაბამისად,”იები” მისი შემცვლელის ძებნას უკვე შეუდგნენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფლორენციაში ერთ-ერთ კანდიდატად “უდინეზეს” 18 წლის კარის დარაჯს სიმონე სკუფეტს განიხილავენ.

“ფორენტინა” მზადაა სკუფეტის ერთწლიან იჯარაში ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო შემდგომ მის გამოსასყიდად 6.5 მილიონ ევროსაც გაიღებს, რაღა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში.

იტალიის 20-წლამდელთა ნაკრების მეკარის დებიუტი უდინურ გუნდში გასულ სეზონში შედგა და მაშინ მისი მომავალი ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონის კარიერასთან გაიგივეს, რადგან ჯიჯიც სწორედ სიმონეს ასაკში გამოჩნდა სერია A-ში. ზაფხულში კი მისით მადრიდის “ატლეტიკო” ინტერესდებოდა, მაგრამ ტრანსფერის წინააღმდეგ თავად ფეხბურთელი წავიდა იმის გამო, რომ ჯერ სკოლაც არ დაემთავრებინა. ახლა სკუფეტი “უდინეზეს” სათადარიგო მეკარეა. მას ანდრეა სტრამაჩონი არაფრის დიდებით არ სწყალობს და მოედანზე წლეულს ერთხელაც არ გასულა. არადა, გასულ სეზონში მან იტალიის ჩემპიონატში 16 თამაში ჩაატარა.

0.117677