სხვა

11:54 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი მეკლდეურობაში ირაკლი გელდიაშვილის მემორიალს დაესწრო

18-19 აპრილს "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა" და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე მეკლდეურობის დარბაზში ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა, სადაც რთული ცოცვის და სწრაფი ცოცვის სახეობაში გამარჯვებული ვაჟები და გოგონები გამოვლინდნენ.

შეჯიბრს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ.

ლევან ყიფიანის განცხადებით, მეკლდეურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მიმართულებაა და სამინისტრო ყოველთვის დაუჭერს მხარს მის განვითარებას: „საქართველო მთიანი რეგიონია და მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის განვითარება. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას და მხარდაჭერას, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ჩაერთონ მეკლდეურობაში და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს".

ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალი. 18-19 აპრილი

რთული ცოცვა

ბიჭები

  1. ალმაცგრი კვიციანი
  2. გიორგი გაბულდანი
  3. გიორგი ჩართოლანი

გოგონები

  1. სალომე მეშველიანი
  2. ფატი იოსელიანი
  3. ანი დულარიძე

სწრაფი ცოცვა

ბიჭები

  1. გიგა ჯანხოთელი
  2. გიორგი ჩართოლანი
  3. ალმაცგირ კვიციანი

გოგონები

  1. სალომე მეშველიანი
  2. მარიამ ქურდიანი
  3. დარო რატიანი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114075