ფეხბურთი

12:21 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ბემფორდი ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელია

ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “მიდლსბროში” მოთამაშე ცენტრალური ფორვარდი პატრიკ ჯეიმს ბემფორდი ინგლისის ჩემპიონშიფის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

21 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატებმა” თავის გამოჩენის მიზნით მიდლსბროულ გუნდში ერთი სეზონით გაანათხოვრეს და ბემფორდმაც შანსი გამოიყენა. ჩემპიონშიფში ჩატარებულ 36 მატჩში პატრიკმა 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111289