ფეხბურთი

11:30 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

2000 წლის შემდეგ: “ასტონ ვილა” ასოციაციის თასის ფინალშია

ბირმინგემის “ასტონ ვილამ” “უემბლიზე” “ლივერპული” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ასოციაციის თასის ფინალში 2000 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ტიმ შერვუდის გუნდი, 30 მაისს გადამწყვეტ შეხვედრაში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდება.

“მერსისაიდელებმა” შეხვედრა კარგად დაიწყეს და 30-ე წუთზე სტერლინგის გადაცემით კოუტინიომ ანგარიში გახსნა, თუმცა მალევე, 36-ე წუთზე, ბირმინგემელთა გოლეადორმა ბენტეკემ ანგარიში გაათანაბრა. ბელგიელმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა და ჯამში მეტოქე 6-ჯერ დაამწუხრა. 54-ზე კი დელფმა მატჩის საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

1999/2000 წლების სეზონის ფინალი “ასტონ ვილამ” ლონდონის “ჩელსისთან” მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო. ბოლოს ბირმინგემელებმა ასოციაციის თასი შორეულ 1920 წელს მოიგეს, როდესაც “ჰადერსფილდი” დამატებით დროში 1:0 დაამარცხეს.

0.149563