სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:13 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” უმაღლესში გადასვლა გადაედო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს პირველი ლიგის 2014-2015 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი თბილისის “საბურთალოა”, რომელიც თანაქალაქელ “სასკოსთან” გამარჯვების შემთხვევაში უმაღლესი ლიგის საგზურს არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვებდა, თუმცა მათდა სამწუხაროდ ისტორიულმა დღემ მინიმუმ 23 აპრილამდე გადაიწია.

სანამ თამაშზე ვიტყოდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ “ბენდელას” კოხტა და პატარა სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა, რაც საღამოს განათებითა და ბოლომდე შევსებული ტრიბუნებით იყო განპირობებული. ფაქტია, რომ “საბურთალოს” გულშემატკივრები საზეიმოდ ემზადებოდნენ, თუმცა ამ ჯერზე არ გამოუვიდათ...

“ბენდელას” სტადიონზე გამართული მატჩი ძალზე საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მთელი თამაშის განმავლობაში “საბურთალო” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს ყველაფერი შედეგში ვერ აისახა. მე-15 წუთზე გატანა მასპინძელთა კაპიტან გიორგი ხარაიშვილს შეეძლო, თუმცა სტუმართა გუნდი კარის ძელმა გადაარჩინა. 27-ე წუთზე კი “სასკოს” იშვიათი შეტევა გოლით დაგვირგვინდა – სტუმრებმა სტანდარტი გაითამაშეს, რის შედეგადაც ლაშა კალანდიამ თავით ზუსტად დაარტყა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს გათანაბრება პირველივე ტაიმში შეეძლოთ, თუმცა ჯერ ბექა გვარაძემ, ხოლო შემდეგ ნოდარ იაშვილმა ხელსაყრელი შანსები გაანიავეს.

მეორე ტაიმი კი ლამაზი გოლით დაიწყო. 52-ე წუთზე კარგად გაისარჯა “სასკოს” გამბიელი ლეგიონერი ომარ ჯიუფი, ვინც მთელი თამაში აქტიური იყო და მის წინააღმდეგ თამაში “საბურთალოელ” მცველებს უძნელდებოდათ. ერთი წუთის შემდეგ კარგი შანსი მიეცა გიორგი ხორხელს, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. 73-ე და 75-ე წუთზე ხარაიშვილს გატანა ორჯერ მართებდა, მაგრამ დღეს “საბურთალოს” დღე არ იყო. 81-ე წუთზე ანდრო სოფრომაძემ მცირედით ააცილა მიზანს, ხოლო ორ წუთის შემდეგ უკვე იაშვილმა ვერ ივარგა. აქ კი დაუწერელი საფეხბურთო კანონი – ვერ გაიტან, გაგიტანენ ამოქმედდა – 85-ე წუთზე “სასკოელთა” კონტრშეტევა გოლით ირაკლი ასათიანმა დააგვირგვინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა – 0:3. დარჩენილ მცირე დროში “საბურთალომ” მებრძოლი ხასიათი გამოავლინა – 89-ე წუთზე ახლო მანძილიდან კოტ დ’ივუარელი მეკარის, აკმარ ჩარლემანის კარი ხარაიშვილმა დალაშქრა. გამოსარჩევია, რომ აფრიკელი ლეგიონერი რიგ ეპიზოდებში ფანტასტიურად ირჯებოდა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა. მსაჯის კომპესირებულ მე-3 წუთზე მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – დავით ჯიქიამ ანგარიში 2:3 გახადა.

მეტის გასაკეთებლად “საბურთალოს” აღარც დრო ეყო და აღარც ძალა, შესაბამისად, უმაღლესი ლიგის საგზურის გაფორმება მინიმუმ 4 დღით გადაიდო. 23 აპრილს ჭიაბრიშვილის გუნდი წყალტუბოში “სამგურალს” ესტუმრება.

“საბურთალო” – ‘სასკო” 2:3 (0:1)

თბილისი, “ბენდელას სტადიონი”

“საბურთალო”: ქურდაძე, იაშვილი, ნადარაია (ბიძინაშვილი 54), ტაბიძე, ჩაბრაძე (ბეროშვილი 75); მამუჩაშვილი (ჯიქია 60), ალთუნაშვილი (შიხაშვილი 75), ხარაიშვილი, გვარაძე (სოფრომაძე 51), გოშთელიანი, ხორხელი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“სასკო”: ჩარლემანი, თვაური, კვარცხავა, კუჭუხიძე, ექონია (დეისაძე 62), თოლორდავა (ელიავა 81), სორდია, კალანდია, ოყუჯავა, ასათიანი, ჯიუფი

მთავარი მწვრთნელი: გიზო შენგელია

გოლები: 0:1 კალანდია (27), 0:2 ჯიუფი (52), 0:3 ასათიანი (85), 1:3 ხარაიშვილი (89), 2:3 ჯიქია (90)

გაფრთხილება: კალანდია (27), კუჭუხიძე (41), ასათიანი (58)

მსაჯი: გიორგი ვარდიძე

პირველი ლიგა, ა ზონა

1 საბურთალო 28 23 3 2 78 17 +61 72
2 ლაზიკა 30 17 6 7 59 31 +28 57
3 ლოკომოტივი 30 16 5 9 63 36 +27 53
4 ჭიათურა 29 15 3 11 42 33 +9 48
5 სამგურალი 30 14 3 13 61 45 +16 45
6 სასკო 27 9 8 10 45 45 +0 35
7 მაჭახელა 30 10 3 17 36 56 -20 33
8 ჩხერიმელა 29 9 3 17 24 59 -35 30
9 სტუ 30 9 2 19 40 82 -42 29
10 ადელი 29 4 4 21 27 71 -44 16

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.283895
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X