ფეხბურთი

11:56 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესმა “არსენალი” თასის ფინალში გაიყვანა (+VIDEO)

ლონდონის “არსენალი” წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. არსენ ვენგერი შეგირდებმა ამჯერად ასოციაციის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, “რედინგი” “უემბლიზე” დიდი ძალისხმევის შედეგად, დამატებულ დროში 2:1 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.

მატჩის გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი ალექსის სანჩესი შეიქმნა. ჩილელმა თავდამსხმელმა რედინგელებს 39-ე და დამატებული დროის 105-ე წუთზეც გაუტანა და ლონდონელებს ფინალის საგზური მოუტანა. ფორმალურ მასპინძელთაგან ერთადერთი ბურთი იამაიკელმა ნახევარმცველმა ჯეიმს მაკქლირიმ 54-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ჩემპიონშიფის უმოტივაციო გუნდთან “არსენალს” ნამდვილად გაუჭირდა. რედინგელებს მომენტები ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. ლონდონელებმა კი ზედიზედ მოგებათა სერია ყველა ტურნირზე 9-მდე გაზარდეს. ამავდროულად ვენგერის გუნდი თასის მფლობელია და ტიტულის დაცვას შეეცდება.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება “ასტონ ვილასა” და “ლივერპულს” შორის “უემბლიზე” 19 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. “მერსისაიდელები” ბოლო ასოციაციის თასის ფინალში 2011/12 წლების სეზონში გახლდნენ და “ჩელსისთან” 1:2 დამარცხდნენ.

რედინგი – არსენალი (ლონდონი) 1:2 (0:1, 1:1, დ.დ 0:1)

ლონდონი. “უემბლი”

რედინგი: ფედერიჩი, ობიტა, პირსი, ჰექტორი, გუნტერი, რობსონ-კანუ (კარაჩანი 90), ჩალობა (კოქსი 106), უილიამსი, მაკქლირი, მაკი, პოგრებნიაკი (იაკუბუ 111).

მთავარი მწვრთნელი: სტივ კლარკი

არსენალი: შჩესნი, დებიუში, მერტესაკერი (გაბრიელი 63), კოშელნი, გიბსი, კასორლა, კოკელინი (უილკოტი 101), რემსი, იოზილი, სანჩესი, უელბეკი (ჟირუ 72).

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 სანჩესი (39), 1:1 მაკქლიარი (54), 1:2 სანჩესი (105+1)

გაფრთხილება: ჩალობა (45+2), გაბრიელი (108)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 32-68, დარტყმა: 12(4)-23(9), ჯარიმა: 20-9, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 8-1, სეივი: 7-3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113482